Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მაცხოვ­რის ორ­მოც­დღი­ა­ნი მარ­ხუ­ლო­ბა, სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბა და ფეხ­თა ბა­ნა
ambebi.ge
27 March 2017, 21:20
ვი­ცით, რომ დიდ­მარ­ხ­ვა ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა: ორ­მოც­დღი­ა­ნი მარ­ხ­ვა სწო­რედ მაცხოვ­რის უდაბ­ნო­ში ორ­მოც­დღი­ა­ნი მარ­ხუ­ლო­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად და­წეს­და, ამ მოვ­ლე­ნის მო­სახ­სე­ნი­ებ­ლად. რა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რის­კენ მოგ­ვი­წო­დებს ეკ­ლე­სია ორ­მოც­დღი­ა­ნი მარ­ხ­ვის და­წე­სე­ბით, რო­მე­ლიც მაცხოვ­რის უდაბ­ნო­ში ორ­მოც­დღი­ან მარ­ხუ­ლო­ბას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს?

- რა­ტომ გვი­წე­სებს ეკ­ლე­სია მარ­ხ­ვებს?
მა­მა მა­კა­რი:
- თუ­კი უფალ­მა იმარ­ხუ­ლა, რო­მელ­საც არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბო­და მარ­ხ­ვა ხორ­ცის გან­საწ­მენ­დე­ლად, მით უფ­რო გვჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნებს, რა­თა მე­ტი გუ­ლის­ყუ­რით შე­ვუდ­გეთ უფალს. მარ­ხ­ვის დროს ადა­მი­ანს ნაკ­ლე­ბი ხორ­ცი­ე­ლი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი აქვს და მე­ტად არის მი­სი გუ­ლის­ყუ­რი მიპყ­რო­ბი­ლი უფ­ლის­კენ, სწო­რედ ამის გა­მოა მარ­ხ­ვა აუცი­ლე­ბე­ლი, მე­ტად მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი რომ ვი­ყოთ, აღ­ვას­რუ­ლოთ ღვთის მცნე­ბე­ბი და მორ­ჩი­ლე­ბა გა­მოვ­ხა­ტოთ. თუ ეკ­ლე­სი­ის მი­ერ დად­გენლ წესს უგუ­ლე­ბელ­ვ­ყოფთ, ეს ნიშ­ნავს, რომ ურ­ჩე­ბა­ში ვართ. არა­სა­მარ­ხ­ვო საზ­რ­დე­ლის მი­ღე­ბა კი არა, ეკ­ლე­სი­ის მი­ერ და­დგე­ნი­ლი წე­სე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა, ურ­ჩო­ბაა ცოდ­ვა. ეკ­ლე­სია სუ­ლიწ­მი­დის მად­ლით მოქ­მე­დებს. სწო­რედ სუ­ლიწ­მი­დის მი­ერ მო­ცე­მუ­ლი წე­სე­ბის უარ­ყო­ფა და დარ­ღ­ვე­ვაა ცოდ­ვა.
- მაცხოვ­რის უდაბ­ნო­ში ორ­მოც­დღი­ა­ნი მარ­ხუ­ლო­ბაც გა­ვიხ­სე­ნოთ. ვი­ცით, რომ მარ­ხ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გან­კა­ცე­ბულ უფალს ბო­რო­ტი სუ­ლი გა­მოც­დის. რა­ტომ ინე­ბა მაცხო­ვარ­მა, რომ ბო­რო­ტის გა­მოც­და მი­ე­ღო?
- მაცხო­ვა­რი ბო­რო­ტის­გან უნ­და გან­ც­დი­ლი­ყო რო­გორც კა­ცი და არა - რო­გორც ღმერ­თი ანუ ქრის­ტე ბო­რო­ტის­გან გა­მო­ი­ცა­და ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბით. ბო­რო­ტი მიდის მაცხო­ვარ­თან და ეუბ­ნე­ბა: - თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვე­ბი პუ­რე­ბად იქ­ც­ნე­ნო. უფალ­მა მი­უ­გო: - და­წე­რი­ლია, რომ არა მხო­ლოდ პუ­რით ცოცხ­ლობს კა­ცი, არა­მედ ღვთის პი­რი­დან გა­მო­მა­ვა­ლი ყო­ვე­ლი სიტყ­ვი­თო. წა­იყ­ვა­ნა იგი ეშ­მაკ­მა წმინ­და ქა­ლაქ­ში, და­ა­ყე­ნა ტაძ­რის ქიმ­ზე და უთხ­რა: - თუ ღვთის ძე ხარ, გა­და­იგ­დე თა­ვი ძირს, ვი­ნა­ი­დან და­წე­რი­ლია, თა­ვის ან­გე­ლო­ზებს უბ­რ­ძა­ნებს შენ­ზე და ისი­ნი ხელ­ში აყ­ვა­ნილს გა­ტა­რე­ბენ, რა­თა ქვას ფე­ხი არ წა­მოჰ­კ­რაო. მაცხო­ვარ­მა მი­უ­გო: - ასე­ვე Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. და­წე­რი­ლია, არ გა­მო­ცა­დო უფა­ლი, ღმერ­თი შე­ნიო. კვლავ წაყ­ვა­ნა იგი ეშ­მაკ­მა ძა­ლი­ან მა­ღალ მთა­ზე, უჩ­ვე­ნა სოფ­ლის ყვე­ლა სა­მე­ფო და მა­თი დი­დე­ბა და უთხ­რა: - ყო­ვე­ლი­ვე ამას შენ მოგ­ცემ, თუ დამ­ხო­ბი­ლი თაყ­ვანს მცე­მო. იესომ მი­უ­გო: - გან­ვედ სა­ტა­ნავ, ვი­ნა­ი­დან და­წე­რი­ლია, უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყ­ვა­ნი და მხო­ლოდ მას ემ­სა­ხუ­რეო. ქრის­ტეს პა­სუ­ხე­ბით ბო­როტ­მა ვერ გა­არ­კ­ვია, იყო თუ არა მე­სია, გან­კა­ცე­ბუ­ლი მხსნე­ლი. ქრისტე კი არ გა­მო­ი­ცა­და ბო­რო­ტის­გან, არა­მედ უფალ­მა ბო­როტს აჩ­ვე­ნა, რომ ღვთის შე­წევ­ნით ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ან­საც შე­უძ­ლია, ბო­რო­ტის წი­ნა­აღ­მ­დე­­გ­ო­ბა. უფალ­მა თა­ვად ინე­ბა, რომ ბო­როტს გა­მო­ე­ცა­და, მაგ­რამ უფა­ლი ამ დროს ბო­როტს წინ აღუდ­გა არა რო­გორც ღმერ­თი, არა­მედ რო­გორც კა­ცი და ბო­როტს აჩ­ვე­ნა, რომ თუ ჩვენ უფალს შე­ვუდ­გე­ბით, მო­ვინ­დო­მებთ, რომ ღვთის შე­წევ­ნა მი­ვი­ღოთ, ად­ვი­ლად შეგ­ვიძ­ლია ბო­რო­ტის და­მარ­ცხე­ბა. ბო­რო­ტი სწო­რედ ორ­მო­ცი დღის მარ­ხუ­ლო­ბის შემ­დეგ მი­ვი­და უფალ­თან, ანუ ადა­მი­ა­ნუ­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა ამ დროს და მში­ერს უთხ­რა, - ქვე­ბი პუ­რად აქ­ციეო.
- რა­ტომ გა­მო­ცა­და ბო­როტ­მა მაცხო­ვა­რი სწო­რედ ამ სა­მი საც­დუ­რით?
- პირ­ვე­ლად გა­მო­ცა­და ბუ­ნებ­რი­ვი მოთხოვ­ნი­ლე­ბით, შიმ­ში­ლით; მე­ო­რედ - ძა­ლა­უფ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით, რაც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის­თ­ვის და მე­სა­მედ - ამ­პარ­ტავ­ნო­ბით. რა თვი­სე­ბე­ბიც ადა­მი­ა­ნის და­ცე­მულ­მა ბუ­ნე­ბამ შე­ი­ძი­ნა, სწო­რედ მათ­ში გა­მო­ცა­და.  განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი